დღეს, ოზურგეთში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია. ერთმანეთს კონკურენციას უწევენ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე.
დილაადრიან, ოზურგეთის ქუჩებში ბევრი ადამიანი არ გადაადგილდება, ხალვათობაა, ვიდრე ეს ახასიათებს შაბათ-კვირის პერიოდს.
კთხვაზე, როგორია საარჩევნო გაწყობა, რიგითი ოზურგეთელები სხვადასხვანარი პოზიტიური ჟესტით გვპასუხობენ: „აი, ასეთი, -გვითხრა „მოდერნის“ მიმდებარედ, თონის პურით ხელში ერთ-ერთმა მამაკაცმა და დააკონკრეტა, რომ ოჯახისთვის პური შეიძინა და მერე მიდის მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად.
_ განწყობა, აი, ამ ამინდისნაირი გვაქვს, თბილი, მშვიდობიანი. აი, საღამოს როგორი განწყობა იქნება ორივე მხარეს, ეს არ ვიცი, მალე წავალ ხმის მისაცემად, _ გვითხრა ილო ნაცვალაძემ.
თინა პეტროსიანი, ოზურგეთელი მოვაჭრე: განწყობა კარგი მექნება, თუ ამ ჩემს კარალიოკს გავყიდი. აჰა, გაჩუქო, „კაი სიფთა“ იცი? _ კითხვაზე პოზიტიური ხუმრობით გვიპასუხა ქალბატონმა.
_ მე გორელი კაცი ვარ. ჩვენთან არ არის მეორე ტური. მივედი არჩევნებზე, როცა იყო და მოვიხადე ვალი. მაშინაც ვშრომობდი, ახლაც ვშრომობ, ოღონდ ახლა ოზურგეთში ვარ. კარგი ხალხია გურულები. მინდა, მშვიდობიანი დღე გისურვოთ. ერთმანეთის სიყვარული ყველა არჩევნებს სჯობს, _ გვითხრა გორელმა მეურნემ, ზურაბ აკოფაშვილმა, რომელიც ოზურგეთში ხშირად ყიდის საკუთარ ბაღში მოწეულ ვაშლს თუ სხვადასხვა ხილს და ოზურგეთელები კარგად იცნობენ.
[sexy_author_bio]