ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციური ჯგუფი „ძალა ერთობაშია“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სასამართლოში უჩივის.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნა მიუღებელია და ცესკომ ამ გადაწყვეტილების მიღებით საარჩევნო კოდექსის რამდენიმე მუხლი დაარღვია.
როგორც ბეჟაშვილი ამბობს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უქმე დღეს უნდა ჩანიშნულიყო, რადგან მოქალაქეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ შესაძლებლობა ჰქონოდა თავისი არჩევანი პრობლემების გარეშე დაეფიქსირებინა.
ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2018 წლის 28 ნოემბერს, ოთხშაბათს გაიმართება და ეს დღე უქმე დღე იქნება.
საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დრო ღამის 12 საათამდე გაგრძელდება. რადგან საქართველოს კანონმდებლობა მის ფარგლებს გარეთ არ ვრცელდება.