THE INDEPENDENT -ის ინფორმაციით, გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ნიკი ჰალის პოზიცია, საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით, მისი ლიდერების პოზიციიდან მკვეთრად განსხვავდება.
როგორც ჰალი ამბობს, ეჭვგარეშეა, რომ საარჩევნო პროცესს რუსეთი მართავდა.
„ვფიქრობ, რომ რუსეთი იყო ჩართული საარჩევნო პროცესში. ჩვენ არ გვსურს რომ ოდესმე სხვა რომელიმე ქვეყანა ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში“,_განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, ტრამპი და მისი გუნდის წევრები რუსეთთან კავშირს და საარჩევნო პროცესში რუსეთის მონაწილეობას უარყოფენ.