https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საარჩევნო წლის “სტიქიური” მილიონები სტიქიის სალიკვიდაციოდ, რომლის ხარჯვის  მონიტორინგი შეუძლებელია

18:01; 8.10.2024
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოში, ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის,მართვის, ლიკვიდაციის სისტემაში კრიტიკული ვითარებაა. როგორც უკვე ვწერდით, ჩვენს ქვეყანას არათუ სტიქიების პრევენციის, მართვის და შედეგების ეფექტური მინიმალიზაციის სისტემები არ აქვს, სახელმწიფოს ამ სისტემების დასაგეგმად საჭირო დოკუმენტებიც კი არ გააჩნია_ სამოქმედო გეგმა 2017-2020 წლებს მოიცავდა და მისი განახლებული ვარიანტი ჯერჯერობით არ არსებობს.

როგორც წესი, საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად 50 მილიონი ლარი სტიქიების სალიკვიდაციოდ მიიმართებოდა; 2023 წელს კი, ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ გურიის და შოვის სტიქიური უბედურების ხარჯზე, მოსახლეობისთვის შედეგების შესამსუბუქებლად, 80 მილიონ ლარამდე გაიზარდა. წლების განმავლობაში, “სტიქიის სახსრები“, როგორც მას ხალხში უწოდებენ, ყველაზე მარტივად გასაწერი ხარჯები იყო და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი საკითხის ბუნდოვანების გამო, თითქმის შეუძლებელი გახლდათ. მილიონობით ლარის ხარჯვის პარალელურად,  მოსახლეობა ამ სახსრებზე ხელმიუწვდომლობას  სულ უჩიოდა.

გასულ წელს, როცა საქართველოს ორი ტრაგიკული მოვლენა დაატყდა თავს _ შოვისა და გურიის მეწყერები, და რომელმაც ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები შეიწირა, მთავრობამ, სტიქიის სალიკვიდაციო ტრადიციული 50-მილიონიანი ფონდი 80-მილიონამდე გაიზარდა.  ასევე, 2023 წელს გამოიცა განკარგულება: “სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ “საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში 19 695 000 ლარი“.

ამასთან, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მიმდინარე წლის იანვარში, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის გაცემის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 470 000 ლარი გამოიყო:

“სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, მიმდინარე წლის იანვარში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის გაცემის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ “საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 1 470 000 ლარი“, _ აღნიშნულია განკარგულებაში.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, აღნიშნული თანხა დაახლოებით 4 000-მდე სახლისა და 300-მდე საჯარო შენობის რეაბილიტაციას მოხმარდებოდა.

ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის შემდგომ, გურიაში 300-ზე მეტი სახლი საცხოვრებლად გამოუსადეგრად იქნა მიჩნეული. ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ  გასასახლებელი მოსახლეები, ყველა მათგანის საცხოვრებლით უზრუნველყოფას სახელმწიფო დააფინანსებდა. ასევე, სახელმწიფო გამოყოფდა თანხას ყველაზე მძიმე ზიანის საკომპენსაციოდ  _ სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა კომპენსაცია 20 ათასი ლარით განისაზღვრა.

“მას შემდეგ, რაც სრულად იქნება აღწერილი აღნიშნული სახლები და სპეციალისტები იტყვიან კონკრეტულ სახლზე, სახიფათოა თუ არა, ცხოვრება შეიძლება თუ არა, ამის შემდეგ იქნება ანაზღაურება ან თანხობრივი, ან სახელმწიფო შეუძენს მათ ბინებს და გადასცემს იმის სანაცვლოდ, რომლის დატოვებაც მოუწევთ. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან აქტიურად მიდის მუშაობა, საკმაოდ რთულია პროგნოზის გაკეთება, რა მასშტაბი იქნება, თუმცა, ეს იქნება რამდენიმე ათეული მილიონი ლარი“, _ განაცხადა შარშან ხუციშვილმა.

მისივე თქმით, დაახლოებით, 100 მლნ ლარია წლის განმავლობაში ჯამურად, რაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის იქნება დახარჯული.

რა ხდება წელს?

გარდა, 2024 წლის იანვარში გამოყოფილი სახსრებისა, 2024 წლის 9 ივლისს მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, გავიგეთ, რომ სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტებისთვის 104 877 000 ლარი გამოიყო.

შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციამ გამოსცა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს. დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 9 062 000 ლარი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო, ყველაზე ცოტა კი თიანეთის მუნიციპალიტეტისთვის _193 ათასი ლარი.

გამოყოფილი თანხები, მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გადანაწილდა: ყვარლის მუნიციპალიტეტი _ 4 420 000 ლარი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტი _ 9 062 000 ლარი; მარტვილის მუნიციპალიტეტი _ 3 458 000 ლარი; სიღნაღის მუნიციპალიტეტი _ 2 180 000 ლარი; ყაზბეგის მუნიციპალიტეტი _ 940 000 ლარი; ზესტაფონის მუნიციპალიტეტი _ 2 990 000 ლარი; ცაგერის მუნიციპალიტეტი _ 583 000 ლარი; გურჯაანის მუნიციპალიტეტი _ 3 883 000 ლარი; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი _ 5 855 000 ლარი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი _ 6 366 000 ლარი; თელავის მუნიციპალიტეტი _ 4 027 000 ლარი; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი _ 1 872 000 ლარი; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი _ 941 000 ლარი; თიანეთის მუნიციპალიტეტი – 193 000 ლარი; ქუთაისის მუნიციპალიტეტი _ 3 986 000 ლარი; ჭიათურის მუნიციპალიტეტი _ 5 738 000 ლარი; ონის მუნიციპალიტეტი _ 4 601 000 ლარი; საგარეჯოს მუნიციპალიტეტი _ 2 059 000 ლარი; ტყიბულის მუნიციპალიტეტი _ 1 750 000 ლარი; ზუგდიდის მუნიციპალიტეტი _ 3 170 000 ლარი; წალკის მუნიციპალიტეტი _ 1 270 000 ლარი; ხაშურის მუნიციპალიტეტი _ 2 195 000 ლარი; კასპის მუნიციპალიტეტი _ 830 000 ლარი; ბოლნისის მუნიციპალიტეტს 700 000 ლარი ერგო; ადიგენის მუნიციპალიტეტს _ 380 000 ლარი; ახალციხის მუნიციპალიტეტს _ 1 185 000 ლარი; ასპინძის მუნიციპალიტეტს _ 500 000 ლარი; საჩხერის მუნიციპალიტეტს _ 1 110 000 ლარი; ბორჯომის მუნიციპალიტეტს _ 444 000 ლარი; წალენჯიხის მუნიციპალიტეტს _ 3 130 000 ლარი; ლენტეხის მუნიციპალიტეტს _ 2 160 000 ლარი; ბაღდათის მუნიციპალიტეტს _ 4 480 000 ლარი; ვანის მუნიციპალიტეტს _ 2 705 000 ლარი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტს _ 545 000 ლარი; ხარაგაულის მუნიციპალიტეტს _ 625 000 ლარი; თერჯოლის მუნიციპალიტეტს _ 1 105 000 ლარი; სამტრედიის მუნიციპალიტეტს _ 1 785 000 ლარი; ხონის მუნიციპალიტეტს _ 705 000 ლარი; მცხეთის მუნიციპალიტეტს _ 2 475 000 ლარი; სენაკის მუნიციპალიტეტს _ 3 920 000 ლარი; აბაშის მუნიციპალიტეტს _ 1 440 000 ლარი; მესტიის მუნიციპალიტეტს _ 284 000 ლარი; ამბროლაურის მუნიციპალიტეტს _ 2 500 000 ლარი და ქარელის მუნიციპალიტეტს _ 200 000 ლარი.

როგორც მთავრობის განკარგულებაში იყო ნათქვამი, ეს სახსრები “საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ “საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყო”.

კონკრეტულად რაში დაიხარჯა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით,  სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი 104 877 000 ლარი, ამის გარკვევას ადგილზე შევეცადეთ. როგორც ჩამონათვალიდან ვიგებთ,  ამ ას მილიონზე მეტი ლარიდან,   9 062 000 ლარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ერგო,  6 366 000 ლარი _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს _ 941 000 ლარი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციოდ დახარჯული სახსრების შესახებ, ჩვენ უკვე ვწერდით: “მიმდინარე წლის განმავლობაში, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, ეტაპობრივად გამოიყო  941 000 ლარი, რომელიც 5 ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდების მშენებლობა–რეაბილიტაციასა და მრავალბინიანი სახლის გადახურვას, ასევე   საცხოვრებელი სახლებისთვის   მასალის შეძენას მოხმარდა“,  _ ასეთია ჩვენი კითხვის პასუხად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებული განმარტება.

ამჯერად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ვცადეთ გაგვერკვია, თუ რას მოხმარდა ერთი განკარგულებით გამოყოფილი ექვს მილიონ ლარზე მეტი.

გაგიკვირდებათ და, ჩვენი კითხვის პასუხად, მერიის პრესსამსახურიდან მოგვწერეს, რომ: “ეგ არის ჯამური თანხა, რომელიც 2023 წლის ოქტომბრის სტიქიიდან 2024 წლის თებერვლის სტიქიის  ჩათვლით გამოიყო“.

ამის შემდეგ დავინტერესდით, თუ რომელმა სტიქიამ რა რაოდენობის ზიანი მიაყენა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, დროის ამ მონაკვეთში, რა არის ამ სახსრებით გაკეთებული. ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ: “2023 წელს საჭამიასერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩომეთში, მეწყრულ ზონაში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ხიმინჯოვანი ხიდის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 465 758 (ოთხას სამოცდახუთი ათას შვიდას ორმოცდათვრამეტი) ლარია.

2023 წლის დეკემბერში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სახლების სახურავების მასალები შეძენილია და მუნიციპალიტეტის მასშტაბით  სრულად დარიგებულია.

2024 წლის თებერვლის თვეში სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა გზები, ხიდები, საყრდენი კედლები და მილხიდები. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოიყო 2 845 000 (ორი მლნ. რვაას ორმოცდახუთი ათასი) ლარი და სამუშაოები ამ ეტაპისთვისაც მიმდინარეობს.

2024 წელს თებერვალში ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები. მასალების შესაძენად  და სამუშაოებისთვის ჯამურად გამოყოფილია 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი, რომელშიც ასევე შედის სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახურავების უფასოდ გადახურვაც.

ასევე, ბუკისციხის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ იანეულში, მიმდინარეობს საავტომობილო ხიდის აღდგენის სამუშაოები, რომლისთვისაც გამოყოფილია 2 430 890 ( ორი მლნ. ოთხას ოცდაათი ათას რვაას ოთხმოცდაათი) ლარი” (ორმილიონიანი ხიდის მშენებლობის ამბავს სოფელ იანეულში ჩვენ ისევ მივუბრუნდებით. რედ.).

მერიის პრესსამსახურიდან მიღებული პასუხის შედეგად, ჩნდება კითხვა, რას უნდა მოხმარდეს, პრემიერის განკარგულებით ახლახანს დამტკიცებული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ განსაზღვრული 6 მილიონზე მეტი ლარი, როცა 2023-2024 წელს მომხდარი სტიქიის შედეგები, როგორც ჩანს,  თითქმის ლიკვიდირებულია?!

კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება ითვალისწინებდეს ახლახან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი  6 366 000 ლარი 2023 წელს მიმდგარი ზარალის ასანაზღაურებელ ხარჯებსაც, მერიაში გვპასუხობენ, რომ გასული წლის დეკემბერში მომხდარ სტიქიაზე თანხა 2024 წლის იანვარში გამოიყო და შემდეგ დაემატა დანარჩენი სტიქიების თანხები.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ჩოხატაური საქართველოსთვის” თავმჯდომარე გოგი ბოლქვაძე: 

“სტიქიის სალიკვიდაციო თანხები,  რა თქმა უნდა, სტიქიას უნდა მოხმარდეს და რა თქმა უნდა, ბევრი ზიანი მიაყენა სტიქიებმა ჩვენს მოსახლეობას, როგორც კერძო საცხოვრებელ სახლებს, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურას, რაზედაც გამოყოფილი თანხები მიზნობრივად უნდა იხარჯებოდეს და არა მოახლოებული არჩევნების ფონზე, ადამიანების მოსასყიდად. ბევრი ისეთი ადგილები დარჩა დასაპროექტებელი და დასაფინანსებელი, სადაც, წლებია, ყოველი სტიქიის დროს იტბორება საცხოვრებელი სახლები და საყანე ფართობები, მაგრამ მიზანმიმართულად არ კეთდება და თუ რატომ, ეს ძალიან კარგად იციან!”

შეკითხვაზე,  რის საფუძველზე ფიქრობს, რომ ამ თანხით წინასაარჩევნოდ ადამიანების მოსყიდვა შეიძლება მოხდეს, ბოლქვაძე გვპასუხობს:

_ საფუძველი მინდა და სურვილი მექნება, თავად გადაამოწმოთ და გამოითხოვოთ სიები წლების მიხედვით და შემდეგ შეადაროთ აქვს თუ არა მიღებული ოჯახებს, რომლებსაც რამდენიმეჯერ მიეცათ მასალები და  გადახედოთ არსებულ რეალობას სოფლებში: როგორ პიროვნებებს დაურიგდა და როგორს ნამდვილად ეკუთვნის! კარგი იქნება,თუ თქვენი მხრიდანაც გამოიკვლევთ.

_ იქნებ, თქვენს მიერ ნახსენები ის ადგილები რომ დაგვიკონკრეტოთ, სადაც, წლებია პრობლემა არსებობს, მაგრამ არ გვარდება?

_ დაბის ტერიტორია, კოსტავას ქუჩა, ასევე ” აკაციების” ტერიტორია… წლებია, ყოველ ჭარბნალექიან ამინდებში იტბორება და გააჩნია დატბორვას _ სახლებშიც შედის და ამის  არა ერთი ფოტო და ვიდეოკადრი არსებობს. შეგიძლიათ,  გამოითხოვოთ შესაბამისი სამსახურიდან.

გოგი ბოლქვაძესთან საუბრის შემდეგ, ისევ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ წერილობით.  მერიაში #19/462422173-46 (08.08.2024 წელი) დარეგისტრირებულ წერილში, ვითხოვდით:

“გთხოვთ, კანონით დადგენილ ვადებში მომაწოდოთ ინფორმაცია:

 _ ბოლო სამი წლის განმავლობაში რამდენი ოჯახი დაზარალდა მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომხდარი სტიქიების შედეგად? (2022, 2023, 2024 წლები);

რამდენმა ოჯახმა მიიღო სტიქიით დაზარალების შემდეგ დახმარება და რა რაოდენობის თანხა გაიცა?

ასევე გთხოვთ, მოგვაწოდოთ ბოლო სამი წლის განმავლობაში დაზარალებულთა და ბენეფიციართა სიები სოფლების მიხედვით“.

ჩვენს განაცხადზე პასუხი მერიიდან, რომელსაც ხელს ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე აწერს, 14 აგვისტოს მივიღეთ. მერიამ საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის დადგენილი კანონიერი ვადა დაიცვა, თუმცა, პასუხი მოთხოვნილ ინფორმაციაზე არასრულად გაგვცა. პასუხში ვკითხულობთ:

“თქვენი #19/462422173-46 (08.08. 2024 წელი)  განცხადების პასუხად “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მე-40 მუხლის შესაბამისად გაცნობებთ:

_ 2022-2024 წლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, საცხოვრებელი სახლი იქნა შეძენილი სტიქიის შედეგად დაზარალებული 48 ოჯახისთვის;

_ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ, უბედური შემთხვევებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გაეწიათ ფინანსური დახმარება; კერძოდ, 2022 წელი _ 81 ოჯახს; 2023 წელი _ 154 ოჯახს; 2024 წელი _ 65 ოჯახს;

_ საცხოვრებელი ფართით (ბინის ქირა) დროებით უზრუნველყოფილი იქნა 33 ოჯახი;

_ გადასახურად მასალა გადაეცა სტიქიით დაზარალებულ 285 ოჯახს; – სტიქიით დაზარალებული 42 ოჯახისთვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით, შეძენილი და ჩვენივე სახსრებით გადახურული იქნა საცხოვრებელი სახლები;

_ სტიქიის შედეგად დაზარალებულ 45 ოჯახს, სახლის სახურავის შესაკეთებლად, გაეწიათ ფულადი დახმარება;

_ ამჟამად მიმდინარეობს 20 ოჯახის სახლის გადახურვის სამუშაოები“, _ წერია მოწოდებულ ინფორმაციაში.

ხელისუფლება, რომელიც დრაკონულ კანონებს იღებს “გამჭვირვალობის” საბაბით და ქვეყნის გარედან, მესამე სექტორის მიერ, სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მოზიდული სახსრების დეტალებით, მიზნობრიობით ინტერესდება, საიდუმლოდ ინახავს ვის გაეწია დახმარება ჩვენი, ბიუჯეტის ფულით, რამდენად რეალურად და მიზნობრივად გაიხარჯა ეს სახსრები. საუბარია მილიონობით ლარზე, რომლის გამოყოფა, განაწილება, ხარჯვა და ამ ხარჯვის მონიტორინგის შეუძლებლობა ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. განსაკუთრებით საარჩევნო წელს, როცა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ქართული ხელისუფლებებისთვის, სხვადასხვა დროში, ჩვეულებრივი ამბავია.

P. S. მასალა გამოსაქვეყნებლად მზად გვქონდა, როცა მთავრობის კიდევ ერთი განკარგულება გამოქვეყნდა: მთავრობის მიერ 9 სექტემბერს გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, მუნიციპალიტეტებს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 122 მლნ ლარი გამოეყო!

“სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არაუმეტეს 122 952 000 ლარისა“, _წერია მთავრობის განკარგულებაში. ამ განკარგულების მიხედვით, მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე დიდი რაოდენობით თანხა ისევ  ოზურგეთისთვისაა გათვალისწინებული _ 10 562 000 ლარი, ჩოხატაურისთვის _ 6 366 000 ლარი; ყველაზე მეტად დაზარალებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 5 941 000 ლარი ერგო.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამჯერად, ასეულობით მილიონი ლარი, არჩევნებიდან სულ ცოტა ხნის წინ “დაურიგდათ” მუნიციპალიტეტებს; ამასთან, ახლახან, რამდენიმე სხვა საინტერესო პროგრამაც დაემატა “სახარჯავ” პროგრამებს, რომლის შესახებაც სულ მალე გიამბობთ.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, თანხების გადანაწილება, თანდართულ მთავრობის განკარგულების ასლში შეგიძლიათ ნახოთ.

 რუსუდან ოქრუაშვილი,
ლისა კოროშინაძე

გოგი ბოლქვაძესოფლის პროგრამები
გაზიარება5Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

17:06; 5 დეკემბერი, 2025
ფინანსები

საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა

15:51; 5 დეკემბერი, 2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროჰაბმა ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა

13:16; 5 დეკემბერი, 2025
ფინანსები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

17:54; 4 დეკემბერი, 2025
ფინანსები

სუხიშვილების გამოფენა “ტრიუმფის 80 წელი” გრძელდება – სუხიშვილების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

17:28; 4 დეკემბერი, 2025

თბილისში მრავალსართულიან კორპუსში ხანძარია

 შეხვედრა სახალხო დამცველთან და მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს, ასევე ცესკოს ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებთან

ყველა სიახლე

სამართალი

სუს-მა ოზურგეთის მერიის აუდიტის სამსახურის მოქმედი მთავარი სპეციალისტი და ნატანების ყოფილი რწმუნებული დააკავა

18:03; 5.12.2025
პოლიტიკა

“ყალბად მოგონილი აჟიოტაჟია” – მიხეილ სარჯველაძე

17:37; 5.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 6 დეკემბერს

17:24; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა სკოლის დირექტორი დააკავა

17:18; 5.12.2025
ფინანსები

ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

17:06; 5.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა

15:51; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი აუხლოეს დღეებში

15:07; 5.12.2025
საზოგადოება

რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო ერთ თვეში

14:59; 5.12.2025
საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, რა უნდა გაკეთდეს

14:34; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი

14:23; 5.12.2025
პოლიტიკა

“დრო ჩვენთვის კი არა, თქვენთვის აითვალეთ”- კუპრაძე პაპუაშვილს

14:08; 5.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროჰაბმა ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა

13:16; 5.12.2025
სამართალი

პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

13:02; 5.12.2025
საზოგადოება

სეს-მა რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

12:01; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო