საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 50 თეთრით გაიზარდა. ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი 174.3 ლარი იყო. ეს მაშინ, როცა ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 173.8 ლარი იყო.
რაც შეეხება 2018 წლის ნოემბრის მონაცემებსა და 2017 წლის მონაცემებს შორის სხვაობას, გასულ წელთან შედარებით საარსებო მინიმუმი 1.4 თეთრით არის შემცირებული.
რაც შეეხება საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს, ის ერთი ლარით გაიზარდა და 292.5 ლარი გახდა. თუმცა ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 2.3 ლარით არის შემცირებული.