უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ Guardian -თან ინტერვიუსში თქვა, რომ უკრაინამ ფაქტობრივად ამოწურა რუსული და საბჭოთა წარმოების საბრძოლო მასალების მარაგი და მხოლოდ დასავლეთის დახმარებაზეა დამოკიდებული.
“ეს უკვე ახალი საარტილერიო ომია და ჩვენ ამ მხრივ, ამ ბრძოლას ვაგებთ. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოგვცემს დასავლეთი. უკრაინის 1 საარტილერიო დანადგარზე, რუსეთის 10-15 დანადგარი მოდის. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მათ ხელთ არსებული შეიარაღების მხოლოდ 10% მოგვცეს. ჩვენ თითქმის სრულად გამოვიყენეთ საარტილერიო საბრძოლო მასალების მარაგი და ახლა NATO-ს სტანდარტის ჭურვებს ვიყენებთ”, – თქვა სკიბიცკიმ.
როგორც The Guardian წერს, სკიბიცკის აზრით, სამხედრო კონფლიქტი ძირითადად საარტილერიო ომის სახით გაგრძელდება და საჰაერო თავდასხმების რაოდენობა, სავარაუდოდ, აღარ გაიზრდება.
ავტორი