„მესმის რომ ვერც ერთი ტექნიკური და ადამიანური რესურსი ვერ გაწვდება იმას, რაც ახლა გურიაში ხდება, მაგრამ, როცა ცენტრი ასეთ დღეშია ამ ცენტრიდან 20,25 და 30 კმ მოშორებულ სოფლებში რა ხდება, ალბათ, ადვილი წარმოსადგენია?!
გამწარებული, სველი და ათას ხიფათს გზაში გამოვლილი კაცი რომ ჩამოვა ცენტრამდე, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების საგნები მოიმარაგოს,მაღაზიას და აფთიაქს მაინც მიადგეს ადამიანურად!
პ.ს რა ვიცი სუფსის,შუთის და სხვა მდინარეების კალაპოტის შესაცვლელად და ქვა-ღორღის მოსაპოვებლად როცა გჭირდებათ ტექნიკა ოხრათაა…!“- წერს ფეისბუქზე ლანჩხუთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი კახა ასკურავა და ქალაქის ცენტრში გადარებულ ფოტოებს აქვეყნებს. ასკურავას ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში საავადმყოფოსთან, აფთიაქთან და მარკეტებთან მისასვლელი გზები გაუწმენდავია-„ეს მდგომარეობაა სამი დღეა“.