საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
“ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად დასაშვებია 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში აკრძალულია. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.































































