თბილისში 27 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ ღამის 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობის სქემა დროებით იცვლება,_ ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ, ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ კლდოვანი ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოები იწყება.
აღნიშნული სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის 27 სექტემბრის ღამის 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გიორგი დანელიას ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე (ბენზინგასამართი სადგური „ვისოლის“ მიმდებარედ) საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. რეჟიმი 30 დღის განმავლობაში, 24 ოქტომბრის ჩათვლით იმოქმედებს.
დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობაზე ყველა სახის შეზღუდვა, ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მოხსნილი იქნება”,_ ვკითხულობთ განცხადებაში.