“ქართულმა ოცნებამ” თავად უთხრა უარი საპარლამენტო პროცესის კედლებში გაგრძელებას. ისინი თავად არიან ამ არასტაბილური ფონის შექმნის ავტორები, ვინაიდან მათ თავად ჩაკეტეს ყველანაირი შესაძლებლობა ცივილიზებული ოპონირებისთვის. იძულებული გაგვხადეს რომ ამ რადიკალური პროტესტის ფორმისთვის მიგვემართა. ეს პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არ დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით და არ დასრულდება სამართლიანი არჩევანის უფლებით თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ამას არ აქვს ალტერნატივა. ეს არის “ოცნების” მხრიდან ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გახანგრძლივება”,_ აღნიშნული განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან საუბრისას “ლელოს” წევრმა საბა ბუაძემ და აღნიშნა, რომ არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved