ორი სამტრედიელი ,,ვოისის ” ნახევარფინალშია. ნიჭიერმა და უკვე საკმაოდ პოპულარულმა მომღერლებმა, საბა ჩაჩუამ და მარი ტორონჯაძემ ლაივ ტურზე არაჩვეულებრივი შედეგი დადეს, რასაც ორივე მონაწილე სამტრედიელების გვერდით დგომას უმადლის.
ისინი გულშემატკივართა ზარებით გადავიდნენ ნახევარფინალში.
მუსიკალური გადაცემა ,, ვოისში ” განაცხადების შევსების შემდეგ მარიამ ტორონჯაძეს და საბა ჩაჩუას კონკურსის ორგანიზატორებმა დაურეკეს, რითაც ისინი კონკურსანტებს შორის მოხვდნენ. პირველ ეტაპზე ბრმა ქასთინგი იყო, სადაც საბას ყველა შემოუბრუნდა და მან საბოლოოდ სტეფანეს გუნდში ყოფნა არჩია. მარიამიც სტეფანეს გუნდში აღმოჩნდა. შემდეგ იყო რინგი ორ- ორ კონკურსანტს შორის, სადაც სტეფანემ საბა აირჩია, მარიამი კი სოფომ ,,მოიტაცა”.
,,ორი სამტრედიელი კონკურსანტის ნახევარფინალში ყოფნა ჩემი პატარა ქალაქის დიდსულოვნებაა. მადლობა, ყველა მათგანს, განხორციელებული თითოეული ზარისთვის. ერთ კვირაში განახლდება ხმის მიცემა ფინალში საბრძოლველად. იმედიანად ვარ ჩემი ქალაქის იმედად,”- ,, გურია ნიუსთან” კომენტარში აღნიშნა ანსამბლ ,, იმედის” ხელმძღვანელმა, საბა ჩაჩუას დედამ, ანა აბზიანიძემ.
ავტორი