საბა კიწმარიშვილი, სტუდენტი, აქციის მონაწილე:,, დღეს სამტრედიაში რიგით მეორე აქციას ვაწყობთ საქართველოს ევროპული მომავალის გადასარჩენად. შევიკრიბეთ თამარ მეფის ქუჩაზე ორთქმავლის მონუმენტთან. დღევანდელი აქციით,პირველ რიგში, სოლიდარობას ვუცხადებთ აქციის მონაწილეებს და აქციაზე დაკავებულებს; მათ შორის, ჩვენი ინფორმაციით, თბილისში დაკავებული ორი მონაწილე გადმოყვანილია სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაკავებულების გათავისუფლებას, ხოლო პოლიციას- არ შეასრულონ არაკანონიერი ბრძანებები და ქართველი ხალხის გვერდით.”
Developed By Web Features 2024 © All rights reserved