საბა ტაკიძე ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონია!- ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-განაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.
“მცხეთაში გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდა 17 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში.
ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/ რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა.
გუშინ , პირველ სასეჯიბრო დღეს ორი ოქრო და სამი ბრინჯაო მოიპოვეს. გამოსვლები ჯამში ათ წონით კატეგორიაში შედგა.
რაც შეეხება ჩემპიონატის მეორე დღეს, ოზურგეთელმა ფალავნებმა დღესაც იყოჩაღეს და შინ ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო, ასევე გუნდური პირველი ადგილი წამოიღეს.
ჩემპიონი გახდა : საბა ტაკიძე – 110 კგ, მწვრთნელი – ლაშა ქადეიშვილი.
ვერცხლის მფლობელი გახდა: გიორგი ჩხიკვაძე – 48 კგ, მწვრთნელი – კობა ბალავინოვი.
ბრინჯაოს და ოქროს მესამეს დაეუფლა : ერეკლე ფედიაი – 48 კგ, მწვრთნელი – კახაბერ აბაშიძე.
საქართველოს ჩემპიონებსა და საპრიზო ადგილზე გასულ მოჭიდავეებს, ასევე ოქროსმედალოსან ოზურგეთის გუნდს სიგელები, მედლები და თასები გადაეცათ”,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.





































































