თბილისის 56-ე საბავშო ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა. მცირეწლოვანს სავარაუდოდ ჩუთყვავილას გართულებული ფორმა ჰქონდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მცირეწლოვანი გოგო ბაღში პირველი თებერვლის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აღარ დადიოდა. ბაღის დირექტორი ადასტურებს, რომ მსგავსი სიმპტომები კიდევ რამდენიმე ბავშვს აღენიშნება და მოზარდები ჩუტყვავილას შედარებით მსუბუქი ფორმით მკურნალობენ.
„ასეთ უბედური შემთხვევები ხდება ხოლმე. ძალიან იშვიათად მაგრამ ხდება. შეიძლება თანდართული ფონი იყო რაიმე დაავადების, მაგრამ ასეთი მძიმე შედეგით დამთავრდა. რა თქმა უნდა ჩვენი სამსახური, მუშაობს ამ შემთხვევაზე,“-განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.
ბაღში ამ დროისთვის სასწავლო პროცესი შეჩერებულია. როგორც 56-ე ბაგა-ბაღის დირექტორი, მზია ჯიბლაძე ამბობს, სკოლამდელ დაწესებულებაში ჩუტყვავილას რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
სპეციალისტების რეკომენდაციით, ბაღს დეზინფექცია უტარდება და სასწავლო პროცესი ხვალიდან აღდგება.