საბავშვო ბაღებში მენიუს ღომი დაემატა, _ ამის შესახებ msgobeli.ge-s ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
„თავად ბაღებმა მოითხოვეს მჭადის ამოღება, იმ მოტივით, რომ ბავშვები არ ჭამდნენ. ვინაიდან მარცვლეულის მომწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულებაა გაფორმებული, სხვა პროდუქტით ჩანაცვლება ვერ მოხდებოდა, ამიტომ ზოგან ღომი დაემატა მენიუს, ზოგან კი სიმინდის ფაფა“, – განუცხადეს „მშობელს“ ბაღების სააგენტოში.
რაც შეეხება გაზიან სასმელს, მათივე განმარტებით, ეს არის ლიმნის ნატურალური წვენი, რომელიც ადგილზე მზადდება და არანაირ კომპანიას ბაღებში გაზიანი სასმელი არ შეაქვს.
„ვერასდროს ვერ მოხდება ყველას მოსაწონი გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ უკმაყოფილო ყოველთვის იქნება ვიღაც. სამჯერ მეტი კვება იყო და უკმაყოფილეობი იყვნენ, საჭმელი იყრებაო, მენიუ შემცირდა და ამითაც უკმაყოფილოები არიან. გაზიანის სასმელის დამატება არ მომხდარა, დაემატა ლიმნის ნატურალური წვენი, რომელიც ადგილზე მზადდება“, – განმარტავენ სააგენტოში.