ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში საბავშვო ბაღში ხანძარი ლოკალიზებულია _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა. როინ გაბრავას ინფორმაციით, დამწვარია შენობის სახურავი.
ხანძარი საბავშვო ბაღში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ადგილზე 4 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა. დროულად მოხდა აღსაზრდელებისა და მასწავლებლების ევაკუაცია და დაშავებული არავინაა.
ხანძრის გამომწვევ პირველ ვერსიად, ელექტრო გაყვანილობა სახელდება.
შსს-მ მომხარზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.