The Guardian-ის ინფორმაციით, საბერძნეთში ქართველი ქალი დააკავეს.
მას სიგარეტის გადაგდების შედეგად, ხანძრის ერთ-ერთი კერის შემთხვევით გაღვივებაში ედება ბრალი. ის კუძულზე დამლაგებლად მუშაობდა.
ადგილობრივი სახანძრო სამსახურის განცხადებით, ქალმა, ფაქტი აღიარა. არსებობენ თვითმხილველებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, ტყის ხანძარს 400-ზე მეტი მეხანძრე ერთი კვირაა ებრძვის.
გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ევაკუირებულია მოსახლეობა. განადგურებულია 4000-მდე ჰექტარი.