საბერძნეთში ჯაშუშობის ბრალდებით საბერძნეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც წარმოშობით ქართველია. ამის შესახებ ინფორმაცია ბერძნულ მედიაში ვრცელდება. იუწყება euronews.
მამაკაცმა, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, სავარაუდოდ, საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ალექსანდროპოლისის სტრატეგიულ პორტში სამხედრო ოპერაციებს ფოტოები და ვიდეოები გადაუღო.
პორტი აშშ-სა და ნატოს ოპერაციებისთვის მთავარ ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენს, რაც ხელს უწყობს სამხედრო აღჭურვილობისა და პერსონალის გადაადგილებას უკრაინისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ ევროპაში
მამაკაცის ადვოკატმა სასამართლოს განუცხადა, რომ დაკავებულმა არ გააგზავნა რაიმე კლასიფიცირებული ინფორმაცია და რომ ნატოს ოპერაციების ფოტოები უკვე ფართოდ იყო გავრცელებული მედიაში.
საბერძნეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ეჭვმიტანილი 59 წლის საბერძნეთის მოქალაქეა, დაბადებული საქართველოში და მას ლიეტუვაში მყოფი კონტაქტის მეშვეობით რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან შესაძლო კავშირი ბრალდება.
სასამართლო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მან ყველა ბრალდება უარყო და დასძინა, რომ სასამართლო პროცესის თარიღი ჯერ არ დანიშნულა.
































































