საბერძნეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ აფრთხილებს:
“საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
საბერძნეთის საგანგებო მდგომარეობების სამსახურის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ:
- Aspropyrgo
- Elefsina
- Plaka #Dikella #Makris & #New_Chile
- Βοιωτία / Viotia
- Κύθνος / Kithnos
- Ίασμος / Iasmos
საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000.
აქვე გაცნობებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს:
საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობისას ცხელი ხაზი – 112, საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166″, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.