საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა, _ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტთა ჯგუფი ავრცელებს.
როგორც ჯგუფის ერთ-ერთი წევრი წერს, გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტი ნატო გოგიაა.
„56 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩვენი ნატო. ერთი ცხოვრება გვაკავშირებდა აქ ემიგრაციაში სამუდამოდ ინებე გადასახლება იმიერში. დაგვტოვე უამრავი ლამაზი მოგონებების ამარა და შენი ამქვეყნად უკვე აღარ ყოფნის გამოწვეული უსაზღვრო ტკივილით. სიმშვიდე და საუკუნო სასუფეველი შენს ლამაზ ტანჯულ სულს. მოგვენატრები, უფლის ნებაა ყველაფერი და მისი ნებით ჩვენც იქ მოვალთ, როცა ამოვწურავთ ჩვენს მიწიერ მისიას. იძინე მშვიდად.
თან მოგყვება ჩვენი გულწრფელი ცრემლები და შენი ოჯახის ტკივილით გამოწვეული თანაგრძნობა. უფალს ებარებოდეს შენი ტანჯული სული“, – წერია სალონიკის ემიგრანტთა ჯგუფში გავრცელებულ ინფორმაციაში.