საბერძნეთში ქართველი პატიმარი სამედიცინო დაწესებულებიდან გაიქცა. ბერძნული მედიის ცნობით, 43 წლის კაცი, რომელიც მკვლელობასა და ქურდობაშია ბრალდებული, ციხიდან სასამართლო პროცესზე გადაჰყავდათ, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა.
ქალაქ ლარისას ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი მან კლინიკიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა და კიდევ ერთი ბრალი დაუმატა.