დაპირისპირება მოხდა თურქეთი-საბერძნეთის საზღვარზე მიგრანტებსა და საბერძნეთის უსაფრთხოების ძალებს შორის, რომლებმაც მიგრანტებს ქვეყანაში შესვლის საშუალება არ მისცეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
Euronews-ის ინფორმაციით, თურქული მხარე აცხადებს, რომ დაპირისპების შედეგად ერთი მიგრანტი დაიღუპა და მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
საბერძნეთის ხელისუფლება ბრალდებას უარყოფს და ამბობს რომ თურქეთი ქვეყნის წინააღდმეგ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.