საბერძნეთში, მიგრანტთა ბანაკში გაჩენილ ცეცხლს ბავშვი ემსხვერპლა. მომხდარის შესახებ ინფომაციას Reuters ავრცელებს.
როგორც სახანძრო სამსახურში ამბობენ, ხანძარმა რამდენიმე კარავი და 2 კონტეინერი გაანადგურა, რასაც მიგრანტები საცხოვრებლად იყენებენ, ცეცხლის ჩაქრობის დროს კი ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს.
ბავშვის ასაკი 6-იდან 7 წლამდეა.