საბერძნეთის ქალაქ ატიკში, ქურდობის ბრალდებით რამდენიმე ქართველი დააკავეს. ამის შესახებ ბერძნული გამოცემა thetoc წერს.
მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის 3 ქალია. მედიის ცნობითვე, საქართველოს მოქალაქეები დაჯგუფების წევრები იყვნენ, რომლებიც ატიკის სხვადასხვა რაიონში სახლებს ქურდავდნენ.
,,3 ქალი და 5 მამაკაცი – საბერძნეთში ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფება აიყვანეს. სპეცოპერაცია ქალაქ ატიკში 18 სხვადასხვა ლოკაციაზე ერთმანეთის პარალელურად ჩატარდა. ქურდობის ბრალდებით 8-კაციანი ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავეს.“ – წერს გამოცემა thetoc.
როგორც გამოცემა წერს, ბრალდებულები ძვირადღირებულ ტექნიკას, საიუველირო ნაკეთობებსა და საათებს იპარავდნენ. საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოიღეს 6220 ევროს ღირებულების ორი ავტომობილიც.
პოლიციის ცნობით, ატიკში ქურდობს ფაქტი 18 სხვადასხვა ადგილას დაფიქსირდა. მოპარული ნივთების საერთო ღირებულება 190 000 ევროს აჭარბებს. უნდა აღინიშნოს, რომ დაჯგუფების წევრების უმრავლესობას წარსულში ბრალი მსგავსი დანაშაულებისათვის აქვს წაყენებული.