საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ათენში სამუშაოდ იყო ჩასული.
სამინისტროს ცნობით, საბერძნეთში საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა.