საბერძნეთში, ქალაქ ათენში საქართველოს მოქალაქე 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მოკლულია.
მას ერთი თვის ჩვილი დარჩა, რომელიც ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.
გარდაცვლილი ქალის გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო.
ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.