ფეისბუქგვერდზე “საკრიმანჭულო საზოგადოება“ ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“ჩემო გურულებო, თუკი რამ მსგავსი გსმენიათ, იქნებ დამიდასტუროთ, დედაჩემი მარწმუნებს, რომ გურიაში იყო ასეთი ტრადიცია, კალათში ჩაალაგებდნენ, რაც რამ კარგი და თავის გამოსაჩენი იქნებოდა: მოხარშული ქათამი, ხაპი, ხაჭაპურები, ხილი, ან უბრალოდ, განსაკუთრებულ ღვეზელს გამოაცხობდნენ და მივიდოდნენ იმ ოჯახში, ვისთანაც თავს დამნაშავედ ან უბრალოდ, ვალდებულად თვლიდნენ და ამ კალათს მიართმევდნენ, ამ ძღვენს კი საბოდიშო ქვიოდაო, მერე გაიშლებოდა სუფრა და ერთმანეთს მოეფერებოდნენ და იქვე ყველაფერი გარკვეული იყოო. რაღაც კაი ტრადიციად მომეჩვენა, კი მინდა ერთი–ორი ასეთი საბოდიშო კალათის გაკეთება, გული მთხოვს!!!“ _ წერს ფეისბუქზე ნინო კვაჭანტირაძე.