შსს-ს ინფორმაციით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამი პირია დაკავებული. მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.
დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში, უკვე 1 საათზე მეტია მწვავე პროტესტია.
კომისიებში ოპოზიციის წევრებსა და მათ წარმომადგენლებს არ უშვებენ. საარჩევნო კომისიებმა საჩივრები უნდა განიხილონ, სწორედ ამ სხდომებზე დასწრებას ითხოვს ოპოზიცია სრული შემადგენლობით. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ შენობაში დეპუტატებს და დეპუტატობის კანდიდატებს შესვლის უფლება აქვთ, ოპოზიციის წარმომადგენლებს სხდომებზე არ უშვებენ, ხოლო მათ ვინც უკვე სხდომაზე იყო, გარეთ აძევებენ.