UFC 306-ის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება და ივენთის მთავარმა გმირებმა საჩემპიონო წონები ჩააბარეს.
მთავარი ბრძოლა სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის საჩემპიონო ქამრისთვის გაიმართება, სადაც ერთმანეთს მერაბ დვალიშვილი და შონ ო’მალი დაუპირისპირდებიან.
ო’მალიმ საჩემპიონო ქამარი 1 წლის წინ სტერლინგის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და შემდეგ ერთხელ ვერასთან ბრძოლაში დაიცვა. დვალიშვილს კი UFC-ში ზედიზედ 10 ორთაბრძოლა აქვს მოგებული და ქამრისთვის პირველად იჩხუბებს.
UFC 306-ის მთავარი ქარდი ხვალ, 15 სექტემბერს თბილისის დროით დილის 6 საათზე დაიწყება.