ჩოხატაურში საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე მერის წარმომადგენლის მოადგილე აკრედიტაციის გარეშე იმყოფებოდა უბანზე. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ავრცელებს, თუმცა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბეჟან რამიშვილის თქმით, საარჩევნო უბანზე აკრედიტაციის გარეშე არავინ იმყოფება.
„აქ არავინ არაა აკრედიტაციის გარეშე, ჩვენთან საჩიავრი არ დაწერილა“,_ გვითხრა რამიშვილმა.