დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს ავრცელებს.
ქეთა თოფურიაზე სტატია ვნახე ახლა, ორი ქმარი მყავდაო და მესამემ ისეთი სიურპრიზი გამიკეთა წინა ორს რომ არ გაუკეთებიაო.
ხოდა ამან ერთი ჩოხატაურული ამბავი გამახსენა.
მოკლედ, ის 90-იანი წლებია, ორ კაცზე სამი ავტომატი რომ მოდის. ქორწილია გურული ირთავს მეგრელ ქალს, კაცისთვის მესამე ქორწილია, ქალისთვის მეექვსე თუ მეშვიდე. ჩამოვიდნენ ეზოში და ორ რიგად ჩამწკრივებულმა მეზობელ-მოკეთეებმა ხმლების ნაცვლად ავტომატების ჯერში გამოატარეს არც თუ მთლად ახალგაზრდა წყვილი. რომ შეწყდა ტყვიების კაკანი და შევიდნენ სახლში პატარძალმა ახალ მოკეთეებს მადლობა გადაუხადა ჭიქით და…
“სად არ ვყოფილვარ გათხოვილი, მაგრამ ამნაირი ქორწილი Არსად არ მქონიაო”.