“გურია ნიუსის“ მოპოვებული ინფორმაციით, 17 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება.
შემოქმედის ეპარქიიდან გვაცნობეს, რომ საყოველთაო ჯვრისწერა დღის 1-ელ საათზე დაიწყება. ამ დროისთვის უცნობია თუ რამდენმა წყვილმა გამოთქვა სურვილი, რომ საყოველთაო ჯვრისწერაში მიიღოს მონაწილეობა.
“ამ დღეს სხვადასხვა ადგილზე 400-ზე მეტი წყვილი დაიწერს ჯვარს. ეს ის ოჯახებია, რომლებიც კარგა ხანია შეიქმნა მაგრამ დღემდე არ ჰქონდათ ჯვარი დაწერილი. სამების საკათედრო ტაძარში მათი რიცხვი, სავარაუდოდ, 40-ზე მეტი იქნება. საღამოს 20 საათზე, რუსთაველის თეატრში ჩატარდება ღონისძიება, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს მიეძღვნება“, _ ეს განცხადება დღეს საქართველოს საპატრიარქოში გაკეთდა.
საყოველთაო ჯვრისწერა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორედ ლოცვა-კურთხევით ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით იმართება.