ჯერჯერობით, უცნობია, სად დაკრძალავენ პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს. კულტურის მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილებას დღეს 4 საათზე, დამკრძალავი კომისიის სხდომაზე მიიღებენ.
”დღეს 4 საათზე, კულტურის სამინისტროში დამკრძალავი კომისიის სხდომა გაიმართება მერიის წარმომადგენლებთან ერთად. სხდომაზე ყველა საკითხს გავივლით და დავაზუსტებთ. ბატონი ჯანსუღი ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო თანამედროვე ქართულ პოეზიაში. პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს,” -განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
ჯანსუღ ჩარკვიანი დღეს დილით გარდაიცვალა. 86 წლის ქართველი პოეტი 12 აგვისტოს ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.