მაღალი ხარისხის სუნამოსთან ერთად, კაცის სურნელისთვის კვებაც მნიშვნელოვანია.
ავსტრალიაში ჩატარებულ კვლევაში არამწეველი, 18-დან 30 წლამდე 43 კაცი მონაწილეობდა.მათ 48 საათი ერთი და იგივე მაისური უნდა სცმოდათ და ამ მაისურებში ევარჯიშათ. ექსპერიმენტში რამდენიმე თამამი ქალიც მონაწილეობდა, მათ კაცების მაისურების „სურნელი“ უნდა შეემოწმებინათ.
აღმოჩნდა, რომ ქალებმა უპირატესობა იმ მაისურებს მიანიჭებს, რომლებსაც ყვავილების ან ხილის სურნელი ჰქონდათ. იმ კაცების მაისურებს კი, რომლებიც მეტ ცხიმსა და ნახშიწყლებს მოიხმარდნენ, უფრო მკვეთრი სურნელი ჰქონდათ.
მეცნიერების რეკომენდაცია კი ასეთია: მათ ვისაც სურს, რომ პაემანზე სასურველად გამოიყურებოდეს უარი უნდა თქვას ცხიმიან საკვებზე და სასარგებლო სალათს დასჯერდეს.