თბილისში ხილ-ბოსტნეულის დეფიციტი არ იქნება. მოვძებნეთ ალტერნატიული სამი სავაჭრო ცენტრი გლდანში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე და ორხევში, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიყიდება, – ამის შესახებ სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა, თენგიზ კალანდაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემაში „იმედის დილა“ განაცხადა.
„ახალი სავაჭრო ობიექტი სთავაზობს თავის ფართს მათ ვინც ვაჭრობდა სხვა ბაზრებში. შესაბამისი პირობებით. ამ რეკომენდაციის იმედი გვაქვს რომ შევაჩერებთ ინფექციას. რაც შეეხება რეგიონებს, იქ თანამშრომლობენ ბაზრების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სესი-ს მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ბაზრები გაიხსნება,“_ აღნიშნა კალანდაძემ.
მისი თქმით, აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით შემუშავდა სტანდარტი, რომელსაც სესი გააცნობს ბაზრების წარმომადგენლებს.
„ბაზარში შესასვლელი უნდა იყოს სხვა და გამოსასვლელი სხვა. ყველას უნდა ეკეთოს პირბადე. გამყიდველები დაშორიშორებულები უნდა იდგნენ. 70 წელზე ზევით პირები არ მოძრაობდნენ ამ ტერიტორიაზე. ყველა მანქანას უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია. ბაზრებში ერთ დღეს უნდა იყიდებოდეს ხილი მეორე დღეს ბოსტნეული, “_ განაცხადა კალანდაძემ.
კალანდაძის ინფორმაციით, სავაჭრო ობიექტები კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შემდეგაც იმუშავებს.
„ფართები კომპანია „ჯიბეს“ ეკუთვნის, რომელსაც ბაზარზე აქვს პირველად მოხმარების პროდუქტი. ისინი აკეთებდნენ ინფრასტრუქტურას. ჩვენ მოვახდინეთ ის რომ მარნეულიდან და ბოლნისიდან დავაკავშირეთ ფერმერებთან და მოხდება ბოსტნეულის წამოღება რეგიონებიდან. პროდუქცია ახალ წერტილებში გაიყიდება,”_ აღნიშნა კალანდაძემ.
წყარო: იმედინიუსი