თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაუჩინარებულ გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილს მეოთხე დღეა ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს 163-ე მუხლით იძიებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმმობს.
დაკარგულის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ თამარს სახლიდან გასვლა ვიღაცამ აიძულა ან გაიტყუა. ბოლოს 23 წლის გოგო კამერებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააფიქსირეს, საიდანაც მისი კვალი ქრება.
როგორც აღმოჩნდა, იმ ტერიტორიაზე რა მიმართულებითაც ავტომობილი გადაადგილდებოდა, ოჯახს არც ახლობლები ჰყავს და არც გოგოს ნაცნობები ცხოვრობენ.
სად გაქრა გოგო, ვერცხლისფერი “ჰიუნდაი აქცენტით”, ამ დრომდე ვერ დგინდება.
ამავე თემაზე:
სად გაქრა გოგო ვერ დგინდება- მესამე დღეა თეთრიწყაროში ახალგაზრდას ეძებენ



























































