ცნობილი ხდება სად გაუშვებს სელფი 5G მომსახურებას საქართველოში პირველად.
“მიმდინარე წლის დეკემბერში, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, 5G ხელმისაწვდომი იქნება ბაკურიანსა და გუდაურში. ეტაპობრივად სელფის 5G საქართველოში სხვა ლოკაციებსაც მოიცავს, მათ შორის თბილისს”,_ ნათქვამია მობილური ქსელის ოპერატორი კომპანიის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, სელფი ერთადერთი ქართული მობილური ოპერატორია, რომელმაც მოიპოვა ლიცენზია 5G-ის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში. ამასთან, სელფი იქნება რეგიონში პირველი კომპანია, რომელიც 5G ქსელის დანერგვას განახორციელებს.