კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ“ _ საქართველოს პარლამენტმა კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებები ყველა ტიპის შენობაში მოწევის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა. აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა (მათ შორის, ვიტრინებზე და სავაჭრო ობიექტის შიგნით გამოფენა), პოპულარიზაცია და სპონსორობა. სამედიცინო გაფრთხილების ზომა 30-დან 65%-მდე მოიმატებს, დაჯარიმების წესი გამარტივდება და გაიზრდება საჯარიმო სანქციები. ცვლილების მიხედვით, თამბაქოს კოლოფებზე გაიზრდება სამედიცინო გაფრთხილების ზომა და დატანილი იქნება პიქტოგრამებიც. ასევე, დარეგულირდება ელექტრონული სიგარეტის საკითხი. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved