ქალაქ ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობასთან აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.
„სად ხართ, გურულებო?! სად არის თქვენი ყაბალახები?! გამოდით და ერთად დავდგეთ ქვეყნის გადასარჩენად. ჩვენი გზა ევროკავშირშია“, _ თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სამოქალაქო აქტივისტმა ოთარ რევიშვილმა
„ძალა არის ხალხში და ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს.
ამ შენობაში არაერთი ჩემი მეგობარი მუშაობს. მივმართავ მათ და საჯარო მოხელეებს, დადგნენ ხალხის გვერდით.
რუსეთი მალე დამარცხდება და შემდეგ შეგრცხვებათ თქვენი დუმილის“, _ აღნიშნა ოთარ რევიშვილმა.
აქცია-მსველობა „ქართული ოცნების“ ოფისთან გაგრძელდება.~
ავტორი