მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში და ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში სპეცილური გამკაცრებული რეჟიმი მოიხსნა.
„ლენტეხის მუნიციპალიტეტში და ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მოქმედებს სპეციალური გამკაცრებული რეჟიმი, რის ფარგლებშიც რამდენიმე ათას ადამიანს რამდენჯერმე ჩაუტარდა თერმოსკრინინგი პროაქტიულად. ასევე, ჩატარდა ყველა შესაძლო შემთხვევის კონტაქტის მიზნობრივი კვლევა და მიღებული ინფორმაციის შესაბამისად და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, დღეიდან სპეციალური რეჟიმი ამ 2 პუნქტში იქნება მოხსნილი და 28 აპრილიდან იქ იმოქმედებს ის შეზღუდვები, რა შეზღუდვებიც მოქმედებს საქართველოს სხვა ტერიტორიაზე“, _ განაცხადა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, ლენტეხის მუნიციპალიტეტში 4 300 და სოფელ ხიდისყურში 80 ადამიანია შემოწმებული.