მისივე თქმით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონებში იქნება.
„გუშინ დასავლეთ საქართველოში, მთიან რაიონებში და იმერეთში იყო მაღალი ტემპერატურები 39 გრადუსი, ქუთაისში 37, ზესტაფონი 39 გრადუსი. აგრეთვე რაჭის რაიონებში დაფიქსირდა მაქსიმალური ტემპერატურა 38 გრადუსი. სანაპირო რაიონებში კი, 34-35 გრადუსის ფარგლებში ნარჩუნდება.
რაც შეეხება იმ სინოპტიკურ პროგნოზს, რომელსაც ჩვენ ვეყრდნობით, მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში, მათ შორის, იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებშია მოსალოდნელი, დღეს, 29 ივლისს და ხვალ 30 ივლისს. შესაძლოა, დასავლეთ საქართველოში მაქსიმალურმა ტემპერატურამ დაიკლოს რამდენიმე გრადუსით, მაგრამ იმერეთში შენარჩუნდება 39 გრადუსი, მთიან რეგიონებში არ არის გამორიცხული 40 გრადუსიც.
უკვე 31 ივლისს ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს და აგვისტოს დასაწყისშიც (იმასთან შედარებით, რასაც ახლა ველოდებით), დასავლეთ საქართველოში რამდენიმე გრადუსით კლებაა. მაგრამ ის ნოტიო ჰაერის მასები და შესაძლო მცირე ხანმოკლე წვიმა განსაზღვრავს იმას, რომ მგრძნობელობა იქნება სიცხის, თორემ, რიცხვებით ტემპერატურა მიდის კლებისკენ, ხვალ დღის მეორე ნახევრიდან.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ასეთ პროგნოზს ვერ ვიტყვით. ცხელი მასების გადმოტანა სამხრეთით ნარჩუნდება დღესაც და აგვისტოს დასაწყისშიც. ცალკეულ დღეებში შესაძლებელია, მაქსიმალური ტემპერატურა, რომელიც გვაქვს. ზოგიერთ რაიონში ხვალ მოსალოდნელია 40 გრადუსი. ეს ბარს ეხება, თუმცა, არანაკლები იქნება მთიან რაიონებში.
ცოტა ჰაერში არის სინოტივე მომატებული, რაც უფრო დამხუთველს ხდის სიცხეს და მგრძნობელობა მომატებულია“,- ამბობს დოდო გვაზავა































































