კორონავირუსზე სრულად აცრილ ადამიანებს ქუჩაში ყოფნა რიგ შემთხვევებში პირბადის გარეშე შეეძლებათ, _ ამის შესახებ Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს შეუძლიათ უსაფრთხოდ ჩაერთონ გარე საქმიანობაში, როგორიცაა სიარული და ლაშქრობა ნიღბების გარეშე.
გარდა ამისა, აცრილ მოქალაქეებს შეეძლებათ უსაფრთხოდ ისადილონ რესტორნებში ან დაესწრონ რაიმე ღონისძიებას, ასევე აცრილ ადამიანებთან ერთად, მაგრამ უნდა გააგრძელონ სახის დაფარვა საზოგადოებრივი თავშეყრის ისეთ ადგილებში, სადაც ეს მათ ესაჭიროებათ.
ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე აღლუმებზე და სპორტულ ღონისძიებებზე, თმის სალონში, სავაჭრო ცენტრებში, კინოთეატრებსა და ტაძრებში.