ცოტნე გამსახურდიას ხვალ ან ზეგ მკურნალობის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ გადაიყვანენ. ამის შესახებ მისმა მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განაცხადა.
ჯაბაურის თქმითვე, ამ დროისთვის ცოტნეს მდგომარეობა სტაბილურია.
„განმეორებით ჩატარებულმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ მცირე დადებითი დინამიკა აჩვენა. ხვალ ან ზეგ მას გერმანიაში ან თურქეთში გადავიყვანთ,“ _ განაცხადა ჯაბაურმა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. მას ჭრილობები თავისა და გულ-მკერდის არეში მიაყენეს.