დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა არის შესაძლებელი.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გურიაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება “მედალფას” სამივე ფილიალშია შესაძლებელი, როგორც ჩოხატაურის, ასევე ლანჩხუთისა და ოზურგეთის კლინიკებში. გარდა ამისა, ვაქცინის გაკეთება შესაძლბელია შპს “ჯანმრთელობის სახლი გურიაში” და ასევე შპს “რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში”.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ გაბუნია ამბობს, რომ უმჯობესია პაციენტმა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად იმ დაწესებულებას მიაკითხოს, სადაც აღრიცხვაზე იმყოფება.
“თუ პაციენტი მიდის სხვა დაწესებულებაში და არ აქვს ფორმა ასი, რთულია იდენტიფიცირება დიაბეტი აქვს, ქრონიკული დაავადება თუ სხვა, ასევე რამდენად ექვემდებარება აცრას კონკრეტული კრიტერიუმების შესაბამისად.
უმჯობესია, თუ მივლენ იქ, სადაც მისი ოჯახის ექიმია და იცის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ ვერ მოახერხებენ იქ მისვლას, მაშინ თან უნდა იქონიონ ფორმა ასი”,_ განმარტავს გაბუნია.
ცნობისთვის, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ უფასოდ ჩაუტარდებათ.