ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ ოზურგეთის #43 საარჩევნო უბანთან დილიდან შეიმჩნევა ე,წ “ძველი ბიჭების” სიმრავლე.
როგორც საარჩევნო უბანზე გვითხრეს, 12 საათისთვის, უბანზე რეგისტრირებული 1366 ამომრჩევლიდან უკვე ხმა მისცა გამოცხადდა 265 ამომრჩეველმა, რაც უკეთესი შედეგია პირველ ტურთან შედარებით. მათივე თქმით, პირველ ტურში 12 საათისთვის დაფიქსირებული იყო 249 ამომრჩეველი.
სოფელ ოზურგეთის საარჩევნო უბანი განთავსებულია სკოლის შენობაში, რომლის მიმდებარე ერთ-ერთ ოჯახთან შეიმჩნეოდა თავყრილობა.
“გურია ნიუსის” კითხვაზე _ რასთან იყო დაკავშირებული ეს თავყრილობა, ოჯახის პატრონმა გვიპასუხა, რომ მეგობრებსა და ახლობლებს შეხვდა და ასეთი კითხვის დასმა არ გვეკადრებოდა.
თუმცა, მათ შორის მყოფმა მომღერალმა ბექა ჩხაიძემ ირონიულად გვიპასუხა, თუ სად უნდა მდგარიყო.
_ სად უნდა ვიდგე, ღობის შიგნით თუ ღობის გარეთ? _ გვითხრა ჩხაიძემ. ჩვენს მითითებაზე, რომ არ იყო საჭირო ირონიული საუბარი, ჩხაიძემ გვითხრა, რომ არ საუბრობდა ირონიულად და ის საარჩევნო უბანთან ყოფნის კანონით დადგენილ დისტანციას იცავდა.
_ 100 მეტრის დაშორებით ვიმყოფებით საარჩევნო უბნიდან, _ გვითხრა ჩხაიძემ, რა დროსაც მოგვიახლოვდა უბანთან მყოფი პოლიციის თანამშრომელი და შეკრებილებს მოუწოდა მშვიდად დაშლილიყვნენ.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მერთან ერთად დღეს სოფელ ოზურგეთში საკრებულოს წევრიც უნდა აირჩიონ. აქ ადგილებრივებმა არჩევანი “ქართული ოცნების” კანდიდატ ნინო მახარაძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ დათა მიქელაშვილს შორის უნდა გააკეთონ.
[sexy_author_bio]