პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველ სხდომაზე განცხადება გააკეთა ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ. მან კომისიას უნდობლობა გამოუცხადა და თქვა, რომ კომისიას ,,პატრიოტთა ალიანსი“ დატოვებს იმ შემთხვევაში, თუ მისი ორი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
,,ამ კომისიის შექმნა არის პიკი, ერთ-ერთი პიკია ამ უმსგავსო დანაშაულებრივი პოლიტიკის. ამ უსამართლობას ყოველდღე ემატება ძალიან დიდი უსამართლობა, ცინიზმი და თავხედობა. უსამართლობის თვალსაზრისით, პარლამენტში საზღვრები გარღვეულია. მინდა ვუთხრა ,,ქართული ოცნების“ ძველ თანამებრძოლებს, ე.წ. ძველ გვარდიას _ ბატონებო, ამ კომისიის შექმნით თქვენი დანამუსების დრო დამთავრდა. ძვირფასო პორკურატურავ, იმის მაგივრად, რომ თქვენ დიდი ხნის წინ და ახლაც ბატონი ბოკერია დაიბაროთ და დაკითხოთ, ხედავთ, რა დღემდე მივედით ქვეყანაში? ბატონი ბოკერია თქვენ გიბარებთ პარლამენტში დასაკითხად. ,,ქართულ ოცნებას“ მინდა მივმართო, თქვენ აიზილეთ უკვე ,,ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ პროცესში“, _ განაცხადა მარშანიამ.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.