“ქალბატონი თეა სადაც არ უნდა იყოს ყველგან თავის საქმეს გაუძღვება უმაღლეს დონეზე”, – ასე უპასუხა კითხვას “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლადო კახაძემ კითხვას თეა წულუკიანის კულტურის მინისტრობაზე.
“ოცნების” დეპუტატები დღეს ადასტურებენ, რომ მმართველი გუნდი საკითხს ნამდვილად განიხილავს.
კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის შესახებ პრემიერმა განცხადება გასული წლის დეკემბერში გააკეთა, მისი თქმით, პროცესი თებერვლის თვეს არ გასცდება. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კულუტურის მინისტრის პოზიციაზე წულუკიანი განიხილებოდა.
უკვე გამოქვეყნდა პეტიცია, სადაც ნათქვამია, რომ თეა წულუკიანი ამ სფეროში არაკომპეტენტურია და გაუგებარია, რა ნიშნით არჩევენ აგრესიითა და ხისტი, ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი განცხადებების ავტორს ხელოვანების მინისტრად.
“თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დანიშვის ცნობა პროფესიონალებთან კონსულტაციის და სამოქმედო გეგმის გაცნობის გარეშე საშიშ ტენდენციად მიგვაჩნია. ასევე, გვაქვს რამდენიმე მიზეზი რის გამოც მისი მინისტრად დანიშვნის ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავთ”, _ ვკითხულობთ პეტიციაში.