ბლოგერი გურამ შეროზია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს _ „საქართველო არის ქვეყანა”, რომლის დაწერის სურვილიც, როგორც თავად ამბობს, ყალბმა სტატუსებმა გადააწყვეტინა.
„საქართველო არის ქვეყანა:
– სადაც ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ “პასტაიანკასთან” ერთად;
– სადაც ეკლესიის წინ იწერენ პირჯვარს და ორიოდე წუთში იოგების დაწყვეტამდე აგინებენ, კუნთების დაწყვეტამდე ურტყამენ, სძულთ…
– სადაც ღმერთის სახელით, ღმერთისვე ღირსებას იცავენ მუშტით, ჩხუბით, ტაბურეტკით;
– სადაც სკამზე შემომდგარები, ყანწით სვამენ ცოლის სადღეგრძელოს, იმ ცოლის, ამ დილით რომ ცემეს;
– სადაც დედაზე ოდნავ ხუმრობაზეც კი მოგკლავენ, იმ დედაზე, თავად რომ აგინებენ (ჩემიდედაშ…თ და ბო..შვილივიყო-თი)
– სადაც ჩვენმა შვილებმა არ გვინდა დაინახონ საყურიანი ბიჭები თუ მწვანე თმიანი გოგონები, გვირჩევნია ვაყურებინოთ როგორ ვუყვირით და ვუტყაპუნებთ ერთმანეთს, წმინდა “ოჯახში”
– სადაც ყველაზე დიდი ჰომოფობები თავად გეები არიან, სადაც ქალის უფლებების დაცვას თუ თანასწორობას თავად ქალები აპროტესტებენ;
– სადაც ინტელექტუალობაზე პრეტენზია აქვთ ხალხს, რომლებიც განათლებას და ინტელექტს ვერ არჩევენ…
მაპატიეთ, დილიდან იმდენ ყალბ სტატუსს გადავაწყდი, განწყობაც ავტომატურად შეიქმნა
გისურვებთ ბუნებრივ, ინტელექტუალ, საღად მოაზროვნე და ცივილურ საქართველოს”, _ წერს გურამ შეროზია.