საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ფეისბუქზე ახალ პოსტს აქვეყნებს.
“და ამ ყველაფრის ფონზე, რაც ჩემს საყვარელ ქვეყანაში ხდება და რასაც მთელი დღეა სახელიც კი ვერ მოვუძებნე, თითქოს სიმბოლურად, სადღაც ჩრდილში და მორცხვად, დგას ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე – ყველაზე დიდი შემწყნარებლის და თვითონ შეუწყნარებელი კაცის. კაცის, ვისაც ყველა ახსენებს და არავინ ითვალისწინებს.“