ჯანმრთელობის, ლამაზი გარეგნობის, სიმხნევისა და ხალისიანი გუნება-განწყობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია სწორად იკვებოთ.
ყოველთვის მიანიჭეთ უპირატესობა ახალ ხილს და ბოსტნეულს, იყიდეთ იმდენი, რამდენსაც მალევე მიირთმევთ, რადგან ერთი დღის განმავლობაში მაცივარში დებისგან ისინი სასარგებლო ნივთიერებების და ვიტამინების დიდ ნაწილს კარგავენ.
სადილი და ვახშამი სალათებით დაიწყეთ, ეს მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას.
ნუ მოამზადებთ რამდენიმე დღის მარაგს, რადგან წინა დღით მომზადებული და შემდეგ გაცხელებული საკვები სასარგებლო ნივთიერებებს კარგავს.
იდეალური საუზმეა ფაფა, ჯემი, შავი პური და ჩაი. ადამიანს დილით ჩაი უფრო აფხიზლებს და ენერგიით ავსებს, ვიდრე ყავა. სადილობა აუცილებელია, რადგან ადამიანი, რომელიც არ სადილობს, ორმაგად ინაზღაურებს ამას ვახშამზე. ეს კი ორგანიზმისთვის არ ვარგა.
რაციონალური ვახშამი გამოგივათ, თუ დაძინებამდე ორი ან სამი საათით ადრე ბოსტნეულს, თევზსა და ორცხობილას მიირთმევთ. ჭამის დროს არ იჩქაროთ, რომ ზედმეტი საკვები არ მიიღოთ.
საუზმეზე, სადილობასა თუ ვახშამზე სუპების ჭამაც კარგია. მისი გადამუშავების დროს ორგანიზმი გაცილებით მეტ კალორიას ხარჯავს, ვიდრე თვითონ ამ საკვებშია. თან სუპის შემდეგ შიმშილის გრძნობა დიდი ხნით აღარ შეგაწუხებთ.
კვირაში სამი დღე საუზმეზე უცხიმო ყველი მიირთვით, თან უშაქრო ჩაი ან ხილის წვენი დააყოლეთ, ლანჩზე, შეგიძლიათ უცხიმო იოგურტი და კვერცხი მიირთვათ, ზედ ერთი ჭიქა კეფირიც მიაყოლოთ.
სადილად შეგიძლიათ, ბოსტნეული, უცხიმო თეთრი ხორცი ან ორთქლზე მომზადებული კოტლეტი მიირთვათ, ვახშმის დროს კი ერთი ჩაის ჭიქა თბილი რძე, რომელშიც ერთი ჩაის კოვზი თაფლი იქნება გარეული. ეს ტკბილ ძილს მოგგვრით.
ასევე, ბევრი იმოძრავეთ. ხშირად იარეთ ფეხით სუფთა ჰაერზე და ივარჯიშეთ.
ავტორი